"ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავს

07 თებერვალი 2023, 17:15 754 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, აქციას მართავს.

პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციები გაიმართება როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რაიონებში.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა.

"პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. ასევე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს 21:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით სხვადასხვა რაიონში, ქალაქში კონკრეტულ ლოკაციებს, საათებს, კონკრეტულ დღეებს ცხადია ხვალიდან. პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მათ შორის ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება''- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი