ვფიქრობ, ბრაზზე ზედმეტია საუბარი. როგორ შეიძლება, ვინმე იყოს კმაყოფილი, ვისაც სურს სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის სასამართლო სისტემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
"ბრაზზე ზედმეტია ლაპარაკი, როგორ შეიძლება, ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება. ჩრდილოვანი მმართველობის, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის, სასამართლო სისტემა და სასამართლო ხელისუფლება აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არათუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი. ამიტომ, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან ის იმედი, რაც არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი "ქართულ ოცნებას", რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალურია...
ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია მაქსიმალურად, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური ჯგუფების... "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან რაც ჩვენ თავს მოხდა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა და ჩვენ მოგვეხდინა კონსოლიდაცია სხვადასხვა ძალების,"- განაცხადა ნიკა მელიამ