რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა მოგებით დაიწყო. თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქართველმა მეტოქე დიდი ანგარიშით 75:12 დაამარცხეს.
ისტორიის მანძილზე ''ბორჯღალოსნებმა'' გერმანიასთან 8 შეხვედრა გამართეს და რვავე გამარჯვებით დაასრულეს.
ცნობისთვის, საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპაზე შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებს.