ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არეულობა და ძალადობა მოიტანს თუ არა შედეგს, ალასანიამ განაცხადა: რომ არ იცის, რა მოიტანს შედეგს, თუმცა ყველაფერი უნდა სცადონ.
“თუ არ უნდათ ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ჩალაძემ.