დღეს თბილისის დროით 15:30 საათზე, სერია A-ს 21-ე ტურში, გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" ეთამაშება.
"ნაპოლი" 53 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევარს "ინტერს" 13 ქულით უსწრებს, "სპეცია" კი 18 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.
სპეციასთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. შეგახსენებთ, კვარაცხელიას ჩემპიონატში 7 გოლი და 8 შედეგიანი მოქმედება აქვს.
მატჩის მთავარი არბიტრი 41 წლის მარკო დი ბელოა. ნაპოლის თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.