სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა.
გაძვირებულია ძირითადად პირველადი მოხმარების პროდუქტი, რაც ბუნებრივია მომხმარებლის პროტესტს იწვევს.
თავად გამყიდველები კი ამბობენ, რომ ამ ტენდენციის გათვალისწინებით მათ ყოველდღიურად აკლდებათ მყიდველები.