ევროკომისიის დადებითი ანგარიში

03 თებერვალი 2023, 19:52 632 ნახვა

ევროკომისიის მორიგი შეფასების ანგარიში. მოხსენებით  ვიგებთ, რომ  საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროს შეფასებისას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შრომის კანონმდებლობის მიმართულებით, საქართველომ მიიღო კანონმდებლობა რვავე დირექტივის შესახებ, სადაც მას აქვს ვალდებულება, ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად არის მომზადებული განათლებისა და კულტურის სფეროში. ენერგეტიკული სფეროს შეფასებისას, ევროკომისია წერს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში გარკვეული დონის მომზადება აქვს. ევროკომისიის შეფასებით, საქართველო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ ითვალისწინებდა რაიმე დაახლოებას. რა შეფასებები მოჰყვა ევროკომისიის მორიგ ანგარიშს ნახავთ ჩვენს რეპორტაჟში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი