იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება იქნება შესაძლებელი

02 თებერვალი 2023, 19:50 462 ნახვა

იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის მომხმარებლისთვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სულ მალე ხელშეკრულების ფარგლებში იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება გახდება შესაძლებელი.

„პირველ ეტაპზე განხორციელდება ტექნიკური ხასიათის სამუშაოები, დაიწყება წინა ხაზის თანამშრომელთა გადამზადება, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოს 5 სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.

თანამშრომლობის ფარგლებში, სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს დაფარავს და 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებში იქნება წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ, განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრაციით დაიძლევა.

საპენსიო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე მიმდინარე წლის მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეეძლება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი