კარასინი-აბაშიძის საუბრები

02 თებერვალი 2023, 17:38 641 ნახვა

კვლავ პოლიტიკური მსჯელობის საგანია იუთუბ არხზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი სათაურით: "რუსულ-ქართული საიდუმლო კავშირი", სადაც კარასინი-აბაშიძის საუბარია. სწორედ ამ ჩანაწერის გამო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში იბარებს. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ზურა აბაშიძემ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, თუ რა ახალ პროექტზეა საუბარი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან.  ოპოზიციისთვის ჩანაწერები მტკიცებულებაა იმისა, რომ არსებობს ფორმატი, სადაც „ქართული ოცნება“ ფარულად რუსეთს ესაუბრება. საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ჩანაწერში მმართველი გუნდი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი