აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის დაგეგმილი პროექტების განხილვა

02 თებერვალი 2023, 14:25 821 ნახვა
00:00
00:00

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა შუახევში. შეხვედრაზე მინისტრმა ის პროგრამები და პროექტები წარადგინა, რომლებიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტში. 

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის 4 მილიონ 904 ათას 500 ლარია გამოყოფილი.

განახლდა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის,  სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოების, მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობის და  სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამები.

მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მერიის წარმომადგენლები მიაწვდიან. მიმდინარე პროექტებზე სამინისტრო შეხვედრას დღესვე ხულოშიც გამართავს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში