''ლელო'' ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს

02 თებერვალი 2023, 11:16 435 ნახვა

პარტია „ლელო“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში იბარებს. სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზურა აბაშიძემ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, თუ რა ახალ პროექტზეა საუბარი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მითითებით მიზანმიმართულად შლის  მნიშვნელოვან პროექტებს საქართველოსა და დასავლეთისთვის, ამავდროულად კი ახორციელებს პუტინის რეჟიმისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს.

ბრიფინგი უკავშირდება იუთუბ არხზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს სათაურით: "რუსულ-ქართული საიდუმლო კავშირი", რომელშიც კარასინი და ზურაბ აბაშიძე საუბრობენ. აუდიოჩანაწერის ნამდვილობას ზურაბ აბაშიძე ადასტურებს. მისი თქმით, "ვერ ხვდება, რა არის სასკანდალო".

აღნიშნავს, რომ კარასინთან საუბარი ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში გასული წლის ივნისში ჰქონდა და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილი რთულ ვითარება იყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი