ხაბეიშვილის შეთავაზება და პოლიტიკური შეფასებები

01 თებერვალი 2023, 14:29 537 ნახვა

ერთად, თუმცა მაინც ცალ-ცალკე.  ენმ-ში კონკრეტულ საკითხზე  ვერც შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ ახერხებენ ერთიან პოზიციაზე ყოფნას. 

პარტიის ახალი თავმჯდომარის პირველი შეთავაზება ხელისუფლებას. 

ხაბეიშვილის თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის და გათავისუფლების სანაცვლოდ ყველაფერზე  უარს იტყვიან,  მათ შორის როგორც საკანონმდებლო, ისე წარმომადგენლობით ორგანოებში მანდატებსა და სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომ ცენტრალურ ოფისს, შენობასაც კი გადაუფორმებენ.    

ლევან ხაბეიშვილმა ამ ინიციატივის გამო კრიტიკა  დაიმსახურა არა მხოლოდ მისსავე პარტიაში, არამედ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისგან და მმართველი გუნდისგან. 

''ქართულ ოცნებაში'' მიაჩნიათ, რომ ხაბეიშვილის ეს განცხადება პოპულისტურია.    

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი