„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს ასაჯაროებს.
„გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ მხარს უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან. გეხვევი“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილს „მხარდაჭერისთვისა და კეთილგანწყობისთვის“ მადლობას უხდის.
„ტყვეობასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის წერილი. მადლობა პრეზიდენტს მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის. მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.