ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები დააკავეს

17 მაისი 2016, 00:00 5818 ნახვა

სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები არიან. დაკავებულებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს. 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში