ოჯახური ძალადობის ფაქტი

30 იანვარი 2023, 19:58 858 ნახვა

23 წლის დიანა მახარაძე ყოფილ მეუღლეს, დედამთილს და მამამთილს ოჯახურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ 8 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები მასზე ფიზიკურად , ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. მისივე თქმით, სისტემატურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ახალგაზრდა ქალი სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. საპირისპიროს ამტკიცებს ზოიძის ყოფილი მეუღლის ოჯახი,ისინი ირწმუნებიან, რომ რძლისთვის თავსაბურავის ტარება არავის დაუძალებია და მასზე არც ფიზიკურად ძალადობდნენ. თემის დეტალები ჩვენს რეპორტაჟში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში