მიუსაფარი ცხოველების დასაცავად

29 იანვარი 2023, 20:08 1138 ნახვა
00:00
00:00

ცხოველთა უფლებების დამცველები კანონის გამკაცრებას და მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის დროულად გაკეთებას ითხოვენ, რადგან აცხადებენ, რომ გახშირდა ქუჩაში მყოფი ძაღლების მიმართ აგრესიული ქმედებები, რომელთა ნაწილი ფატალურად სრულდება. 

ბოლო შემთხვევის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძაღლის სავარაუდო მკვლელობით დასრულდა, ეჭვმიტანილი გირაოთი გათავისუფლდა, რასაც ცხოველთა უფლებების დამცველთა აქციაც მოჰყვა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში