ქალის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს

29 იანვარი 2023, 15:01 505 ნახვა

ბათუმში გარდაცვლილი ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატმა დღეს პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. ადვოკატ თენგიზ კახიძის ინფორმაციით, დაკავებულთან უკვე ჰქონდა შეხვედრა და ის მკვლელობას არ აღიარებს. მისივე ინფორმაციით ბრალდებული მხოლოდ ძალადობის ფაქტზე საუბრობს.

ცნობისთვის პროკურატურის ინფორმაციით 26 იანვარს, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს.

თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა შემდგომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში