კვარაცხელიას ''ნაპოლი'' ''რომას'' ეთამაშება

29 იანვარი 2023, 10:28 508 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "რომას" უმასპინძლებს. 2 კვირის შემდეგ ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდება, რომელსაც ორი მატჩი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუცდა.

ამ დროისთვის "ნაპოლი" 50 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო რომაელები 37 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებენ.

შეხვედრა მარადონას სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში