ბათუმში ქალი მოკლეს - „მთავარი“ შემთხვევის უცნობი დეტალებით

28 იანვარი 2023, 20:11 1862 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს.

ჩვენმა მაუწყებელმა ექსკლუზიურად გაარკვია, თუ რომელ სასტუმროში იპოვეს გარდაცვლილი ქალი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი