''ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დილიდან მიმდინარეობს. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარეობა ოთხ კანდიდატს სურს, არჩევნები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით ტარდება. ხმის მიცემა ორი დღე გაგრძელდება.
ამომრჩეველთა მაღალ აქტიურობაზე საუბრობენ "ერთიან ნაციონალური მოძრაობაში''.