უნდა შევქმნათ ჯარი, რათა ფრონტის ხაზზე გავიდეთ-ეს სიტყვები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატ ლევან ხაბეიშვილს ეკუთვნის. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. როგორც აღნიშნა, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება დაიწყება გამარჯვებისთანავე. თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ხვალიდან ორი დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის ასარჩევად შიდა პარტიული არჩევნები იწყება. მანამდე იყო კომპრომატების ომი, გაერთიანების მომხრე კი 4-დან მხოლოდ ერთი კანდიდატი , ნონა მამულაშვილია. რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თემის დეტალები ჩვენს რეპორტაჟში.