„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის გაძლიერების 12- პუნქტიანი გეგმა წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, გეგმა - „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“, გამარჯვებიდან მეორე დღესვე, 30 იანვრიდან დაიწყება. „პირველი ნაბიჯი, რასაც გადავდგამთ იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა და ასევე შეიქმნება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი.