შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის 2016 წლის პროგრამა დაიწყო. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 18 წლამდე 20 მოზარდი წლის განმავლობაში რეაბილიტაციის კურსს გაივლის, შეისწავლიან სოციალურ უნარ-ჩვევებს. ექიმები მოზარდებს ფსიქოლოგიურ დახმარებას და სადღეღამისო მომსახურეობას გაუწევენ. პროგრამა წელს მესამედ ხორციელდება. რეაბილიტაციის კურსი ოც დღეს მოიცავს, ასევე ფინანსდება თანხმლები პირიც. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 36 ათასი ლარია.