კონსტანტინე სუპატაშვილმა ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

27 იანვარი 2023, 10:15 1085 ნახვა

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, კონსტანტინე სუპატაშვილმა ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სუპატაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 123.88 ქულა მიიღო და 16 ფინალისტს შორის პირველ ადგილზე გავიდა. მოკლე პროგრამაში კი ქართველმა მოციგურავემ 65.12 ქულა დაიმსახურა და მეხუთე ადგილს დასჯერდა. საბოლოოდ მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კონსტანტინემ 189 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოსთვის ეს ვერცხლის მეორე მედალია. 1997 წელს ჩატარებულ ოლიმპიურ ფესტივალზე მეორე საპრიზო ადგილი ვახტანგ მურვანიძეს ერგო.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი