თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე იგეგმება რამდენიმე ექსპერტის დაკითხვა. ასევე დაგეგმილია ბრიტანელი ფსიქიატრის კორნელიუს კატონის დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.