მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე C ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, იტალია და არგენტინა იქნება.
ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში ითამაშებს. ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი მე-5 და მე-8 ადგილებისთვის შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი და სამი მეოთხეადგილოსანი მე-9 და მე-12 ადგილებისთვის ითამაშებენ.
მე-12 ადგილზე გასული გუნდი კი 2024 წელს „ალაფაზე“ დაქვეითდება
ჯგუფური ეტაპის მატჩები 24 – 29 და 4 ივლისს გაიმართება.
ნახევარფინალები 9 ივლისს ჩატარდება ფინალურ მატჩს კი 14 ივლისს ვიხილავთ.