''ბასკომ'' ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

24 იანვარი 2023, 22:09 1288 ნახვა

ბათუმის ''ბასკომ'' საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მეორე ტურის მატჩში ''ბასკო'' თბილისში ''ბრუკლინს'' ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით 67:69 დაამარცხა.

ბათუმელების მხრიდან საბა სალაძემ 18 ქულა , 16 მოხსნა, 3 დაფარება და 2 გადაცემა მიითვალა ,ხოლო ლევან ხაბაზის ანგარიშზე 18 ქულა , 6 მოხსნა და 4 გადაცემა იყო.
ორი ტურის შემდეგ ივანე მაისურაძის გუნდი B ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.

"ბასკო'' ხვალ , 25 იანვარს 18 წლამდელთა ლიგის მესამე ტურში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ''ვინქსი 1'' დაუპირისპირდება,ხოლო პირველ საშინაო შეხვედრას 3 თებერვალს ბათუმის სპორტის სასახლეში სოხუმის ''კოლხას'' წინააღმდეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი