ტყვიის მაღალი შემცველობა სათამაშოებში-კვლევა

24 იანვარი 2023, 19:53 675 ნახვა

სათამაშო ფრჩხილის ლაქი, ტყლარწი, მუსიკალური და საჩხაკუნა სათამაშოები - საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების ნაწილი ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათამაშო შეიცავს დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტ ტყვიას. ბაზარზე განთავსებულ 77 სათამაშოს დოკუმენტური შემოწმების შემდეგ, რეალიზაცია შეუჩერდა, ტექნიკური შემოწმების საფუძველზე კი, რიგი შეუსაბამობა გამოვლინდა სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში, მუსიკალურ სათამაშო ქსილოფონსა და 8 სახეობის ტყლარწში. თემის დეტალები ჩვენს რეპორტაჟში

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი