ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

24 იანვარი 2023, 11:25 667 ნახვა

ხულოში სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩა ხუთწევრიანი ოჯახი. დონარი ვახტანგურის სახლი სრულად დაიწვა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახმა სახლიდან ვერაფრის გატანა ვერ მოასწრო. ისინი ამჟამად მეზობლის სახლს აფარებენ თავს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ვინაიდან სახანძრო სოფელში ხულოს ცენტრიდან გავიდა, ხის სახლი დამწვარი დახვდათ.

ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და ამის შემდეგ გადაწყდება კომპენსირების საკითხი. მანამდე კი დაზარალებულ ოჯახს მერია ქირით გაიყვანს.

ბოლო რამდენიმე თვეა ხანძრით დაზარალებულებს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 20 ათასი ლარით ეხმარებიან.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში