“დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“-ამ სიტყვებით ნიკა მელია დავით კეზერაშვილს მიმართავს და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
მელია იმ მანქანის შესახებ წერს, რომელიც, მისი თქმით, პარტიას დავით კეზერაშვილმა გამოუგზავნა. მელიას თქმით, აღნიშნულ ავტომობილს ის აღარ იყენებს და კეზერაშვილის ნაჩუქარი მანქანა პარტიის ავტოფარეხში დგას.
„ღირსების მქონე საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში, პრაქტიკულად, გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არცერთი წითელი ხაზი, დღეს „საჩუქრების“ წამოძახებაზე გადავიდნენ. მას შემდეგ, რაც დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა, ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება. ბოლოს, ამ თვე-ნახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს, გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში.“ - წერს მელია.
ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“.