დაპირისპირება ენმ-ში

24 იანვარი 2023, 11:13 469 ნახვა

პარტიულ შიდა არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ისევ დაძაბული ვითარებაა ნაციონალურ მოძრაობაში. ურთიერთდაპირისპირების ფონზე ოპონენტები ერთმანეთს ბინძური კამპანიის წარმართვასა და ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნაცმოძრაობაში ახლა ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, რაც მათი თქმით, მისი დაშლის წინაპირობაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ახალი თავმჯდომარე 28-29 იანვარს უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე პრეტენზიას 4 კანდიდატი აცხადებს - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება, რომელიც ახალი პლატფორმაა, სისტემა ისეა შექმნილი, რომ მონაცემების შეცვლა პრაქტიკულად გამორიცხულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი