აშშ-ს ნაკრები მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებს“ უგულშემატკივრებს

23 იანვარი 2023, 14:25 548 ნახვა

შეერთებული შტატების მორაგბეთა გუნდი 2023 წლის რაგბის ჩემპიონატს გამოეთიშა და მიიღო გადაწყვეტილება, ოფიციალურად უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს.

"თქვენი ქვეყნის ერთგულება რაგბისადმი. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებიდან დაწყებული, მათი ჩათვლით, ვისაც აქვს პატივი, წარმოადგენდეს თქვენს ქვეყანას. თქვენი დამოკიდებულება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი გასაოცარია და პატივისცემას იმსახურებს. ამ თავდადებას, გაზარდოთ თამაში ფესვიდან ხის კენწერომდე, რაგბის ყველა ერი უნდა სწავლობდეს. უზომოდ ამაყნი ვართ, რომ შეგვიძლია გიწოდოთ ჩვენი მეგობრები. იმედი გვაქვს, რომ "ბორჯღალოსნებსა" და ჩვენს მეგობრებს საქართველოს რაგბის კავშირში ოკეანის გაღმა მისწვდებათ ჩვენი გულშემატკივრობის ხმა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისას. სტადიონსა და სახლებში. ჯორჯიიდან საქართველოში. წინ, ბორჯღალოსნებო!" - განაცხადა ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი სტივ მეისმა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი