საფეხბურთო კლუბი “გონიო” მოსამზადებელ ეტაპს 25 იანვრიდან იწყებს

22 იანვარი 2023, 13:02 2173 ნახვა

საფეხბურთო კლუბი ‘’გონიო’' ახალი სეზონისთვის გაძლიერებას აგრძელებს. კლუბის დამფუძნებელის დავით დოლიძის განცხადებით, მოსამზადებელი ეტაპი 25 იანვრიდან დაიწყება და გუნდი ეროვნული ლიგის რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება.

"მეოთხე ლიგისთვის მზადებას 25 იანვიდან ვიწყებთ ანგისის ბაზაზე და პარალელურად გონიოს მოედანზე თამაშებს ვითამაშებთ. სულ მალე კლუბი მარცხენა და მარჯვენა შემტევით გაძლიერდება , რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ,'' -  განაცხადა დოლიძე.

ცოტა ხნის წინ ''გონიოში'' სპორტულ დირექტორად ირაკლი ბერიძე დაინიშნა, რომელიც ბოლოს ''შუქურას'' დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

რაც შეეხება ტრანსფერებს გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაიმატა:

ნახევარმცველი: დიმიტრი მარგველაშვილი. შემტევი: ლევან ინგოროყვა. მცველი: დავით მოსიძე. მცველი: დავით სამსონია.  
ნახევარმცველი: ბექა ვარშანიძე , მცველი მირზა ფარტენაძე  , ნახევარმცველი: ვაკო თევდორაძე , მეკარე რომა ტაკიძე , თავდამსხმელი თემო კეპულაძე და შემტევი-ნახევარმცველი გიორგი ჩელებაძე.

''გონიო'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამირან გოგიტიძე დაინიშნა ,ხოლო მეკარეების მწვრთნელი კი  იური მამინაშვილი იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი