დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობაში''

22 იანვარი 2023, 12:00 582 ნახვა

მას შემდეგ რაც ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ზუგდიდის ორგანიზაციაში პარტიის წევრებმა მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადეს, თავმჯდომარეობის კანდიდატი ზუგდიდში მხარდამჭერებს დახურულ ფორმატში შეხვდა.

მელიამ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, რომ ოპონენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მიმართავენ. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მიუღებელი ფორმებით დაიწყო.

მელიას კომენტარი არ გაუკეთებია კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრო ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე მის მხარდასაჭერ ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატებთან ერთად და რატომ გამოუცხადა მხარდაჭერა ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან კონჯარიამ. პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარის არჩევნები 1 კვირაში  ჩატარდება.

თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი