დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ‘’ნაპოლი’’ ‘’სერია - A’’ - ს მე-19 ტურში გასვლაზე ‘’სალერ ნიტანას’’ ეთამაშება. „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია თამაშს გამოტოვებს, რადგან ექიმმა ასე ურჩია.
ამგვარად, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორე მატჩს გამოტოვებს, მანამდე იტალიის თასზე, კრემონეზესთან ვერ ითამაშა.
კვარაცხელიამ ვირუსის გამო მიმდინარე კვირაში ვარჯიშიც ვერ მოახერხა. სალერ ნიტანასა და ნაპოლის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.