''შუქურას'' ყოფილი დირექტორის ახალი თანამდებობა

21 იანვარი 2023, 11:00 656 ნახვა

ქობულეთის „შუქურას“ ყოფილი დირექტორი ირაკლი ბერიძე ამიერიდან მე-4 ლიგის „გონიოში“ იმუშავებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.  გუნდის სპორტულ დირექტორად ირაკლი ბერიძე დაინიშნა. იგი 2013-2019 წლებში მუშაობდა ქობულეთის „შუქურას“ ლიცენზირების მენეჯერად, 2019-2022 წლებში იყო „შუქურას“ დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიპოვა ეროვნული ლიგის საგზური, მათ შორის ბოლოს – 2022 წელს. მას შეუძლია, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს კლუბს  ამ გარდამტეხ პერიოდში სერთიფიცირების, ლიცენზირების, იურიდიული თუ ტრანსფერების მიმართულებით - წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის უმაღლეს ლიგაში გადასული ქობულეთის „შუქურა“ შესაძლოა დაიშალოს. არც ფეხბურთელებს და არც კლუბის პერსონალს თითქმის სამი თვეა ხელფასი არ აუღიათ და შეკრებაზეც უარს აცხადებენ.

კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, საკუთარი განცხადების საფუძველზე კი თანამდებობა დატოვა დირექტორმა ირაკლი ბერიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი