სასამართლომ ''იუვენტუსი'' მკაცრად დასაჯა

21 იანვარი 2023, 10:59 548 ნახვა

იტალიურ ფეხბურთში მორიგი სკანდალია და მასში ისევ გარეულია „იუვენტუსი“. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ ტურინული კლუბი კაპიტალის მოგებისა და ყალბი ხარჯთაღრიცხვის საქმეში დამნაშავედ სცნო და უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა. 

სასჯელის სახით  სერია A-ს გრანდს 15 ქულა ჩამოაკლეს, რითაც გუნდი გათამაშების ცხრილში მესამედან მეათე ადგილამდე დაეშვა.

გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს სხვადასხვა დარღვევაზე, მათ შორის ხელფასების გადავადებაზე. ფეხბურთის ფედერაცია მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს უახლოესი 10 დღის განმავლობაში გაასაჯაროვებს.

აღსანიშნავია, რომ იუვენტუსის გარდა, კიდევ 8 კლუბი იყო ბრალდებული, მაგრამ სასამართლომ ყველა შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი