კვარაცხელია ''სალერნიტანასთან'' მატჩისთვის ემზადება

19 იანვარი 2023, 12:27 819 ნახვა

"ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს უახლოეს ტურში „სალერნიტანასთან“ ითამაშებს. ამის შესახებ ნეაპოლური გამოცემები წერენ. კვარაცხელიამ იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ მატჩი სიცხის გამო გამოტოვა. გამოცემის ინფორმაციით, სპალეტიმ კვარაცხელია სიფრთხილის გამო დაასვენა.

ხვიჩამ გუშინ სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა და „სალერნიტანასთან“ გასამართ მატჩში მისი მოედანზე ყოფნა ეჭვს არ იწვევს. ეს შეხვედრა 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი