პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმარი

18 იანვარი 2023, 18:02 492 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. პაპუაშვილის თქმით, ეს უკრაინისთვის სულისშემძვრელი ტრაგედიაა.

„ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი