შუახევში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება

18 იანვარი 2023, 17:03 238 ნახვა

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ სოფელ გომარდულში საოჯახო სასტუმრო დაათვალიერა, რომელიც მერიის პროგრამის - ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით“ ფარგლებში 5000 ლარით დაფინანსდა.

საოჯახო სასტუმროს მფლობელმა ნანი ტარიელაძემ მიღებული თანხით საოჯახო ინვენტარი შეიძინა, რაც ვიზიტორების გაზრდის საშუალებას მისცემს.

გომარდულს კიდევ ერთი საოჯახო ტიპის კოტეჯი დაემატა, რომელიც ქარცივაძეებმა კერძო ინვესტიციით მოაწყვეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში