18 ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად კიევის ოლქში. ქალაქ ბროვარიში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაღუპულთა შორის არიან მაღალჩინოსნები: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი.
ვერტმფრენი საბავშო ბაღსა და საცხოვრებელი კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსი კულებას ინფორმაციით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ჯამში, დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.
დაღუპულთაგან 9 ადამიანი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.