დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობაში''

18 იანვარი 2023, 12:06 748 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება. შიდა პარტიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურ პარტიაში ურთიერთბრალდებები ისმის, როგორც კანდიდატების, ასევე ვანო მერაბიშვილის მისამართით, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერად მოიაზრება.

თავად თავმჯდომარეობის კანდიდატი ხაბეიშვილი კი გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილებას რევოლუციურ სცენარით აანონსებს. 

''ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში რევოლუციის შანსი არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში