გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ ნიკა მელიას ვანო მერაბიშვილი ებრძვის. წერს, რომ მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში ივანიშვილსაც აწყობს და მას რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში ადანაშაულებს.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის საარჩევნო პროცესებში ჩართვას ლევან ხაბეიშვილიც ადასტურებს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი იმასაც აღნიშნავს, რომ მერაბიშვილი მისი მხარდამჭერია.
მოახლოვებულმა არჩევნებმა ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირება გამოააშკარავა. არჩევნები პარტიაში 28-29 იანვარს გაიმართება.