ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს საქმიანობა აუკრძალა

16 იანვარი 2023, 18:06 497 ნახვა

ბათუმში ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები აიღეს.

მერიაში განმარტავენ, რომ გარემოვაჭრეები ამის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ, რადგან გარევაჭრობა ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთში აკრძალულია.

გარემოვაჭრეთა ნაწილი ამ ეტაპზე ლერმონტოვის ქუჩის მხარეს გადავიდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში