2 კვირაში გაირკვევა ვინ უხელმძღვანელებს პარტია ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას''. რეგისტრაციას ბლოკჩეინის სისტემით გადიან.
თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ამომრჩევლის რეგისტრაცია პარტიაში ხარვეზით მიმდინარეობს და თუ პრობლემა არ მოგვარდება, მისი თქმით არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
მუმლაძის განცხადებით ყველაზე მეტად მისი ფლანგი ზარალდება, რადგან მას მხარს უჭერენ გაბრაზებული ამომრჩევლები. ის მის კონკურენტ ნიკა მელიას სუსტ მენეჯერად მიიჩნევს.