კვარადონა, კვარაშოუ, გრანდე კვარა, ფორცა კვარა - ყველა ეს შეძახილი ისევ ისმის იტალიაში, საქართველოში და მთელს მსოფლიოშიც.
''იუვენტუსთან'' მნიშვნელოვანი მატჩის წინ კვარაშოუს მოწყურებული გულშემატკივარის იმედები გამართლდა, ''ნაპოლიმ'' იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი 5:1 გაანადგურა და ამაში ლომის წილი ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.
ამ დღეებში ხვიჩა გახდა პირველი ქართველი, ვისაც სოციალურ ქსელში მილიონი გამომწერი ჰყავს.
კიდევ ერთხელ ხვიჩა მთელ საფეხბურთო სამყაროს აღელვებს და ბევრი უკვე თვლის, რომ თუ მან ასე გააგრძელა, უკვე წელს ოქროს ბურთის კანდიდატებში მოხვდება