პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა თბილისში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მანამდე კი ფილმი ბათუმსა და ქუთაისში ნახეს.
ტარიელ ფუტკარაძე 2021 წლის იანვარში, კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია მახათას მთაზე არსებულ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი.