უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების შვილებს უმასპინძლეს ბავშვთა გასართობ ცენტრში. მათ გასართობად ჯგუფმა “პლატინამ“ და თოვლის ბაბუამ იზრუნეს.
მოზარდებს გადაეცათ ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები.
ღონისძიების ორგანიზატორი პარტია „ლელოა“, იდეა და ფინანსური მხარდაჭერა კი ბათუმში დროებით მცხოვრებ ომს გამორიდებულ უკრაინელებსა და ბელარუს აქტივისტებს ეკუთვნით.