საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად კონცერტისთვის ხელვაჩაური ემზადება. მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარ ნაძვის ხესთან მოეწყობა საშობაო სოფელი, კვების ობიექტები საბავშვო გასართობი სივრცეები.
ადგილობრივი მეწარმეები ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვსაც შეძლებენ. დღის განმავლობაში ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იზრუნებენ სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სტუმრებისთვის. ღონისძიება 3 საათზე დაიწყება და საღამოს 20 საათზე გიორგი ცხადაძის ბენდი და ნუცა თოფურიას კონცერტით დასრულდება.
იქნება გრანდიოზული ფოიერვერკი. ახალი წლის დღეები საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში კონცერტებით პრემიერ -მინისტრის ინიციატივით აღინიშნება.