საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი საბჭომ ერთხმად აირჩია. სხდომას საპროკურორო საბჭოს 15 წევრი ესწრებოდა. ფარული კენჭისყრით, კანდიდატმა 15 ხმით საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე პროკურორი მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.
შოთა ტყეშელაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობის გამოცხადებისთვის და საპროკურორო საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.